ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home საზოგადოება არანაირი საპარლამენტო კომისია არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი, ცირკში სიარულის ასაკიდან გამოვედი – ირაკლი ოქრუაშვილი

არანაირი საპარლამენტო კომისია არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი, ცირკში სიარულის ასაკიდან გამოვედი – ირაკლი ოქრუაშვილი

by admin

არანაირი საპარლამენტო კომისია არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი – ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი , – ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

“თავი მეგონა საბავშვო ბაღში – რა სიტყვებით მოვიხსენიე მიხეილ ქარელი სოციალურ ქსელში. მეკუთვნის თუ არა კონკრეტული გვერდი სოციალურ ქსელში, რა პოსტები მქონდა გამოქვეყნებული ბოლო პერიოდში კომისიასთან დაკავშირებით და ანალოგიური არასერიოზული კითხვები იყო.

არანაირი ვალდებულება ე.წ. კომისიაში მონაწილეობის არ მქონია იმიტომ, რომ არ ჩამბარებია შესაბამისი წესით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩემს დაბარებაზე. წულუკიანის წერილი არ ნიშნავს გადაწყვეტილებას. კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, ჩემი საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში ერთსულოვნად, კენჭის ყრით. ანალოგიურად უნდა დავებარებინე მეც – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay