ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home სპორტი ოფიციალურად გიორგი ქოჩორაშვილი “სპორტინგის” ფეხბურთელია

ოფიციალურად გიორგი ქოჩორაშვილი “სპორტინგის” ფეხბურთელია

by admin
cope.es-ის ცნობით, “ლევანტეს” 25 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას “სპორტინგში” გააგრძელებს.
გამოცემა იტყობინება, რომ მხარეებმა სატრანსფერო თანხაზე, 7.5 მილიონ ევროზე (5.5 მილიონი პლუს 2 მილიონი ბონუსის სახით) შეთანხმებას მიაღწიეს და ქართველმა ლისაბონურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი გამოსასყიდი ფასი 80 მილიონი იქნება.

 

“დღეს ლევანტემ მიაღწია შეთანხმებას ნახევარმცველ ქოჩორაშვილის თაობაზე, მას მერე, რაც მოლაპარაკებები გააქტიურდა გასულ უქმეებზე – ფეხბურთელი 30 ივნისამდე ლევანტეში რჩება იჯარით”, – წერს ვალენსიური კლუბის ოფიციალური საიტი.

პორტუგალიური abola ავრცელებს ინფორმაციას, რომ გიორგის შემდგომი ტრანსფერიდან “ლევანტე” თანხის 12.5%-ს მიიღებს.

 

ცნობისთვის,ლევანტე ლა ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის, გუნდი 33 ტურის მერე 59 ქულით მე-2 პოზიციაზეა, ხოლო “სპორტინგი” 27 ტურის შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონატს 65 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ “ბენფიკას” 3 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასე რომ, დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში ქოჩორაშვილი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay