ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home საზოგადოება პარლამენტმა კანონში სამშობლოს ღალატის მუხლის დამატებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა კანონში სამშობლოს ღალატის მუხლის დამატებას მხარი დაუჭირა

by admin

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დამატებას III მოსმენით მხარი დაუჭირეს. ცვლილებების მომხრე ივანიშვილის 86 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი. სისხლის სამართლის კოდექსს 307-ე პრიმა მუხლი დაემატება, რომელიც “სამშობლოს ღალატისთვის” სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დაარეგულირებს. ოცნების გადაწყვეტილებით, სამშობლოს ღალატად შემდეგი ქმედებები ჩაითვლება:

  • საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა
  • ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება
  • საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა
  • უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა
  • საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა
  • სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა
  • ჯაშუშობა
  • შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად
  • საბოტაჟი
  • უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება

კანონპროექტი ასევე განმარტავს, თუ ვინ ჩაითვლება 307-ე პრიმა მუხლის მიზნებისთვის თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს თანამშრომლად. ასეთ თანამშრომლად მიიჩნევა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პირი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay