ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home პოლიტიკა ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა

ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა

by admin

ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა. მიზეზი ტვირთის გადაზიდვის მაღალი საფასური გახდა. ინფორმაციას გამოცემა Reuters სავაჭრო კომპანიებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიების ცნობით, რუსული უმი ნავთობის, ESPO-ს ბარელი, რომლის ექსპორტი წყნარი ოკეანიდან ხდება, ICE Brent ნავთობთან შედარებით $3-5 დოლარით გაძვირდა.

გაძვირების მიზეზი გადაზიდვის მაღალი საფასური გახდა, მაგალითისთვის აფრამაქსის ტიპის რუსული ტანკერისთვის ჩინეთის მარშრუტი რამდენიმე მილიონი დოლარით გაძვირდა.

10 იანვარს აშშ-მ ყველაზე მსხვილი სანქციების პაკეტი მიიღო, რომელმაც შეზღუდვები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტზეა მიმართული. სანქციების ქვეშ მოყვა 4-დან 2 ყველაზე მსხვილი რუსული სანავთობო კომპანია – გაზპრომ ნეფტი და სურგუტნეფტგაზი. ასევე სანქციები შეეხო 180 რუსულ ტანკერს. სწორედ სანქციებმა გამოიწვია ის გაძვირება, რომლის გამოც ჩინეთს და ინდოეთს რუსული ნავთობის მიღებაზე უარის თქმა მოუწია.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay