კვირა, აპრილი 19, 2026
Home საზოგადოება მამუკა მდინარაძე – ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც Deep State-ზე ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე გადაწყვიტეს

მამუკა მდინარაძე – ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც Deep State-ზე ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე გადაწყვიტეს

by admin

რთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც Deep State-ზე დეტალურად ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე გადაწყვიტეს – ასე ეხმაურება მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ლიდერის ბიძინა ივანიშვილი ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვით, ივანიშვილი აპირებს კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს – Julius Baer-ს უჩივლოს:

“ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან ეს არის წმინდა წლის პოლიტიკური შანტაჟი. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა Deep State-ზე ისაუბრა, ამ თემაში უფრო ღრმად შევიდა, ქართული საზოგადოებისთვის თემა გაშალა და ბევრი დამატებითი დეტალი გახადა ცნობილი, გადაწყვიტეს, რომ უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია არაფრად ჩაეგდოთ, გაენადგურებინათ, ოღონდ საქართველო და ბიძინა ივანიშვილი დასაჯონ და პოლიტიკური შანტაჟი მოუწყონ. აქედან დასკვნის გამოტანა არავის გვიჭირს – მარტივი ამბავია“

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay