ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home პოლიტიკა არჩევნების საბოლოო შედეგებით პეტერ მადიარის პარტია „ტისამ” 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება

არჩევნების საბოლოო შედეგებით პეტერ მადიარის პარტია „ტისამ” 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება

by admin

უნგრეთში მების საბოლოო დათვლის შედეგად, ოპოზიციური პარტია „ტისა“ კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღო და პარლამენტში 141 მანდატი მოიპოვა. იუწყება Reuters

შედეგების მიხედვით, ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ მიიღო კონსტიტუციური უმრავლესობა — 141 მანდატი (კონსტიტუციური უმრავლესობის მინიმალური ზღვარი არის 133 მანდატი).

ვიქტორ ორბანის პარტიას „ფიდესს“ ექნება 52 მანდატი, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტია „მიჰაზანკის“ — 6 მანდატი.

პეტერ მადიარმა არჩევნების საბოლოო შედეგები შეაფასა.

“2026 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები. არნახული უმრავლესობა, არნახული მანდატი და ამავდროულად პასუხისმგებლობა. ამჟამადაც ყველა კოლეგასთან ერთად ვმუშაობ იმისთვის, რომ მაისის შუა რიცხვებში “ტისამ” შეძლოს მუშაობის დაწყება ისეთ მთავრობასთან ერთად, რომელიც ყოველდღიურად დაამტკიცებს, რომ თუ სრულყოფილი არა, სულ მცირე ნამდვილად ღირდა უნგრელი ხალხის ნდობად და შეუძლია ააშენოს ფუნქციური და ჰუმანური უნგრეთი” – დაწერა პეტერ მადიარმა.

ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay