პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home პოლიტიკა “ვნახე, პოლიციელებმა როგორ წაიყვანეს “შერატონის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მრჩება შთაბეჭდილება, რომ საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა” – ლევან გოგიჩაიშვილი

“ვნახე, პოლიციელებმა როგორ წაიყვანეს “შერატონის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მრჩება შთაბეჭდილება, რომ საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა” – ლევან გოგიჩაიშვილი

by admin

ეს არის პოლიტიკური დანაშაული, ამას არავინ არავის გაუტარებს, რეჟიმი ყველაფერზე წამსვლელია და ეს არის ბრძოლა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

“აქ ვიყავი, პოლიციელებმა როგორ წაიყვანეს “შერატონის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. რაღაც თეთრ მანქანაში ჩასვეს… მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არაფერი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. ისინი გეტყვიან ჩატარდაო, მაგრამ ამას აზრი არ აქვს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება საგამოძიებო ოქმში.

მე ვფიქრობ, რომ გაუჭირდებათ ვიდეომტკიცებულებების განადგურება, ჩვენ არა მარტო ამათ მოვთხოვთ, არამედ მივწერთ “შერატონის” ცენტრალურ ოფისს, რომ ზეწოლა განახორციელონ აქაურ წარმომადგენლობაზე, რომ მათ ვერ შეძლონ ვიდეომტკიცებულებების განადგურება. ეს არის ძალიან სერიოზული მტკიცებულება. ეს არის სისტემური დანაშაული, პოლიტიკური დანაშაული. ამას არავინ არავის გაუტარებს“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, “გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay