პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home პოლიტიკა მამუკა ხაზარაძე – გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია

მამუკა ხაზარაძე – გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია

by admin

გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია! – ასე ეხმაურება კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბათუმში, სასტუმრო “შერატონში”, გიორგი გახარიაზე თავდასხმას:

“კრიმინალური, არალეგიტიმური ხელისუფლება მშვიდობიანი აქციების დარბევის, მასობრივი დაპატიმრებებისა და რეპრესიების შემდეგ უკვე პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა!

“ქართული ოცნების“ ვითომ პოლიტიკოსები, სინამდვილეში კი ზონდერები საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ნიღაბს უკვე მთლიანად იხსნიან. გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია! გიორგის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, “ოცნების” კრიმინალურ ბანდას კი მალე გავიტანთ პოლიტიკური სცენიდან! ყველა მოძალადე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება!“ – წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, “გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay