თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ და ბრძოლა გრძელდება.
“დღეს თსუ-ის სტუდენტებმა საკუთარი უნივერსიტეტი დაიკავეს და ამით გააძლიერეს სტუდენტური ერთობა. მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ სტუდენტები უკან არ დავიხევთ! ჩვენ ერთად ვდგავართ და არ ვაპირებთ დანებებას! ვერ დავუბრუნდებით სწავლას, მაშინ, როცა სხვა სტუდენტები ციხეში სხედან! გვაქვს ორი საერთო მოთხოვნა! დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები! სისტემამ არაერთხელ აჩვენა რომ სტუდენტების წინააღმდეგობის ეშინია, არაერთხელ შეეცადა ჩვენ გაჩუმებას, მაგრამ ჩვენი ხმა უფრო და უფრო ძლიერდება! ძალა სტუდენტების ერთობაშია!”, – წერია განცხადებაში, რომელიც სტუდენტებმა წაიკითხეს