შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ სანამ, ჩვენს თანამებრძოლებს არ მოვუპოვებთ თავისუფლებას და საქართველოს კურსს ევროატლანტიკურ გზაზე არ დავაბრუნებთ – თსუ სტუდენტები

ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ სანამ, ჩვენს თანამებრძოლებს არ მოვუპოვებთ თავისუფლებას და საქართველოს კურსს ევროატლანტიკურ გზაზე არ დავაბრუნებთ – თსუ სტუდენტები

by admin

რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით, აქამდე სტუდენტები თუ რუსთაველზე ვიდექით და იქიდან ვამბობდით ჩვენს სათქმელს, ახლა ჩვენ ჩვენს სასწავლო კერაში, უნივერსიტეტში ვიქნებით და აქ დავრჩებით იქამდე, სანამ საჭირო იქნება, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართვისას განაცხადეს:

“ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ სანამ, ჩვენს თანამებრძოლებს არ მოვუპოვებთ თავისუფლებას და საქართველოს კურსს ევროატლანტიკურ გზაზე არ დავაბრუნებთ. ჩვენი აქ შეკრების მიზეზი კი ერთია – რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით, აქამდე სტუდენტები თუ რუსთაველზე ვიდექით და იქიდან ვამბობდით ჩვენს სათქმელს, ახლა ჩვენ ჩვენს სასწავლო კერაში, უნივერსიტეტში ვიქნებით და აქ დავრჩებით იქამდე, სანამ საჭირო იქნება. სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს კი მოვუწოდებთ, გააკეთონ იგივე, შემოუერთდნენ თსუ-სა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტის ამგვარ ფორმას, ვინაიდან სტუდენტის ხმა ყველაზე ხმამაღლა უნივერსიტეტიდან ისმის. ადმინისტრაციას და რექტორს კი მოვუწოდებთ, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და მაქსიმალურად მხარში დაუდგნენ თავიანთ სტუდენტებს, რომლებიც სამართლისთვის ბრძოლის გამო არიან დაკავებულები. დღეს სტუდენტები შევიკრიბეთ თსუ-ს პირველ კორპუსში, რათა ხმამაღლა გავაჟღეროთ, რომ ჩვენ არ გვეშინია. გავაგრძელებთ სამშობლოსთვის ბრძოლას იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, რომელთა რიგებში არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay