შაბათი, აპრილი 18, 2026
Home საზოგადოება რესტორან “ბაბილოსთან” გამართულ საპროტესტო აქციაზე ცხრა პირია დაკავებული

რესტორან “ბაბილოსთან” გამართულ საპროტესტო აქციაზე ცხრა პირია დაკავებული

by admin

თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია დაახლოებით 15:00 საათიდან მიმდინარეობს, იმ დროიდან, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება. რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay