შაბათი, აპრილი 18, 2026
Home საზოგადოება ქერჩის სრუტეში მაზუთის ჩაღვრის გამო გაიზარდა დაღუპული დელფინების რაოდენობა

ქერჩის სრუტეში მაზუთის ჩაღვრის გამო გაიზარდა დაღუპული დელფინების რაოდენობა

by admin

ქერჩის სრუტეში მაზუთის დაღვრის შედეგად დაღუპული დელფინების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ამის შესახებ იტყობინება დელფინების გადარჩენის სამეცნიერო და ეკოლოგიური ცენტრი „დელფა“.

მათი მონაცემებით, სულ ნაპოვნია 58 მკვდარი დელფინი. ცხედრების მდგომარეობიდან ჩანს, რომ დელფინები დაიღუპნენ არაუმეტეს 3 კვირის განმავლობაში.

ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმში ნავთობის ჩაღვრის გამო შექმნილი ეკოლოგიური ვითარება შეიძლება გაუარესდეს და დაბინძურების მასშტაბმა მიაღწიოს ისეთ დონეს, როგორიც უკვე დაფიქსირდა კრასნოდარის მხარეში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay