ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home კულტურა კახა კინწურაშვილი – ადამიანებისგან, ვინც აუბედურებს ხალხს, ძვლებში ამტვრევს, სახეს ულეწავს, ქვეყანას ყიდის, რას უნდა ელოდო? – სამართლიანობა ამათ ხელში არ იქნება

კახა კინწურაშვილი – ადამიანებისგან, ვინც აუბედურებს ხალხს, ძვლებში ამტვრევს, სახეს ულეწავს, ქვეყანას ყიდის, რას უნდა ელოდო? – სამართლიანობა ამათ ხელში არ იქნება

by admin

სამართლიანობა ამათ ხელში არ იქნება, – ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა სასამართლოს დასრულების შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა, რომელმაც აქციების პერიოდში დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა პირი პატიმრობაში დატოვა:

“ერთადერთი ოცნება იყო, რომ ეს ადამიანები დღეს გარეთ გამოსულიყვნენ, რომ დღეს ანდროს მისი შვილი ენახა, ამაზე ვოცნებობდით, მაგრამ, თავისთავად, არ ველოდით. როგორ უნდა ელოდებოდე იმ ადამიანებისგან, ვინც აუბედურებს ხალხს, ძვლებში ამტვრევს, სახეს ულეწავს, ქვეყანას ყიდის – ამ ადამიანებისგან რას უნდა ელოდო, სამართლიანობას? არა, სამართლიანობა ამათ ხელში არ იქნება”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay