აშშ-მ $25-მილიონიანი ჯილდო გამოაცხადა ინფორმაციისთვის, რომელსაც ვენესუელის ავტოკრატი მმართველის, ნიკოლას მადუროს, დაკავება მოჰყვება. ამავე დღეს ვენესუელაში მადუროს ინაუგურაცია გაიმართა. იგი ქვეყნის პრეზიდენტი რიგით მესამე ექვსწლიანი ვადით იქნება.
ამასთანავე, ახალი სანქციები შეეხო ვენესუელის სამთავრობო ნავთობის კომპანიის ხელმძღვანელსა და ქვეყნის ტრანსპორტირების მინისტრს. ამას გარდა, აშშ-მ ჯილდო გამოაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრ დიოსდადო კაბელოზე ისეთი სახის ინფორმაციისთვის, რომელსაც მისი დაკავება და გასამართლება მოჰყვება.
აშშ-ს გარდა, ვენესუელის 15 მოწინავე მაღალჩინოსანს, მათ შორის, მოსამართლეებს, უსაფრთხოების ძალების წევრებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა გაერთიანებულმა სამეფომაც. ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმაც, რომლის ფარგლებშიც ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს, სასამართლოსა და უსაფრთხოების ძალების დამატებით 15 წევრი დასანქცირდა