94
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად, მეორე კენჭისყრით, 218 ხმით კვლავ მაიკ ჯონსონი აირჩიეს.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე მხარდაჭერა მაიკ ჯონსონს გამოუცხადა.
ვაშინგტონში, 119-ე მოწვევის კონგრესის პირველი სხდომა მიმდინარეობს, 2019 წლის შემდეგ პირველად, რესპუბლიკურ პარტიას კონგრესის ორივე პალატაზე სრული კონტროლი აქვს