გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ცხრა პირის წინააღმდეგ შემოიღო, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“დღეს გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ცხრა პირის წინააღმდეგ შემოიღო, რომლებიც დიდწილად პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. მშვიდობიანად პროტესტის უფლება ერთ-ერთი უნივერსალური ადამიანის უფლებაა – ჩვენი პასუხისმგებლობაა, ის დავიცვათ. ვითარება საქართველოში შემაშფოთებელი რჩება. საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთად მოუწოდეს საქართველოს შეცვალოს თავისი კურსი”