ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ – არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს. ამის შესახებ განცხადებას რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი (Republican Study Committee) X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ – არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულით რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილს კორუმპირებულად მოიხსენიებს და “ჩინეთისა და ირანის მოყვარულს და ამერიკის მოძულეს” უწოდებს. იმავე განცხადებაში უილსონი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს და თუ ეს მოხდება, საქართველოს სრულუად უნდა შეუწყდეს დაფინანსება.
აშშ-ს 118-ე მოწვევის კოკუსში “რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი” იდეოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე დიდი კოკუსი იყო კონგრესის ორივე პარტიიდან. ამჟამინდელი მონაცემებით, აღნიშნულ კოკუსში წარმომადგენელთა პალატის 219 რესპუბლიკელი კონგრესმენიდან 177 მათგანია გაწევრიანებული.
ცნობისთვის,”რესპუბლიკური კვლევის კომიტეტში” წარმომადგენელთა პალატის 219 რესპუბლიკელი კონგრესმენიდან 177 მათგანია გაწევრიანებული, ასევე წარმომადგენელთა პალატის ამჟამინდელი სპიკერი მაიკ ჯონსონი და ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი