ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home მსოფლიო ირანმა WhatsApp-ისა და Google Play-ის გამოყენების აკრძალვა გააუქმა

ირანმა WhatsApp-ისა და Google Play-ის გამოყენების აკრძალვა გააუქმა

by admin

ირანმა WhatsApp-ისა და Google Play-ის გამოყენების აკრძალვა გააუქმა. შეზღუდვები ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებდა.

“WhatsApp-სა და Google Play-ზე აკრძალვა უმაღლესი საბჭოს წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიხსნა”, – წერს სააგენტო IRNA. იმავდროულად, The Times of Israel-მა დააკონკრეტა, რომ ქვეყნის უმაღლეს საბჭოს ირანის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე, სასამართლოს ხელმძღვანელი და რამდენიმე მინისტრი.

“დღეს ჩვენ ერთხმად და კონსენსუსის საფუძველზე გადავდგით პირველი ნაბიჯი ინტერნეტში შეზღუდვების მოხსნისკენ, შეზღუდვებს არაფერი მოუტანია, გარდა აღშფოთებისა” – განაცხადა ირანის კომუნიკაციების მინისტრმა სატარ ჰაშიმმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay