ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home საზოგადოება საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს ახალი წელი რუსეთის დროშით მიულოცა

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს ახალი წელი რუსეთის დროშით მიულოცა

by admin

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს ახალი წელი რუსული დროშით მიულოცა, ფაქტის ამსახველი “სქრინი” “აჭარა თაიმსმა” მოიპოვა. საახალწლო მილოცვა აკადემიაში დასაქმებულებს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მეილიდან მიუვიდათ.

ფაქტი დაადასტურა საზღვაო აკადემიის რექტორმა. მურთაზ დევაძის თქმით, თანამშრომელს შეცდომა მოუვიდა:

“უქმე დღეებთან დაკავშირებით გააგზავნა ეიჩარმა მეილი და თან მიაყოლა გუგლიდან აღებული ფოტო. არ დააკვირდა როგორც ჩანს, ბევრმა შეამჩნია და უთხრეს ეს რა გააკეთეო?! მეილი უკვე გამოიწვია, წაშალა. მეცოდება ახლა თვითონაც, მაგრამ რა ვქნა,” – განუცხადა საზღვაო აკადემიის რექტორმა, მურთაზ დევაძემ “აჭარა თაიმსს”.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დროშით მილოცვის გამო საზღვაო აკადემიას ორი თანამშრომელი ტოვებს, პოსტი დატოვეს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და კიდევ ერთმა თანამშრომელმა. აკადემიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათ პირადი გადაწყვეტილებით, განცხადებით მიმართეს აკადემიის ხელმძღვანელობას სამსახურიდან განთავისუფლების მოთხოვნით

 

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay