კვირა, ოქტომბერი 11, 2026
Home მსოფლიო გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი გახდა

გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი გახდა

by admin

გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი გახდა, – ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ტობიას რაუშის კანდიდატურას მხარი 48 დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტის 29 წევრმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 5-მა თავი შეიკავა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი გერმანიის მხარის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტში პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და ასევე, რაუშის კანდიდატურის მხარდამჭერ კიდევ ერთ პარტიას – „სარა ვაგენკნეხტის ალიანსს“ სულ, 44 მანდატი აქვთ.

შესაბამისად, რაუშმა 4 ხმა სხვა პარტიებისგან მიიღო. როგორც ცნობილია, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „მწვანეები“ და „მემარცხენე პარტია“ რაუშის წინააღმდეგ ხმის მიცემას აპირებდნენ, ხოლო გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ თავის შეკავებას გეგმავდა.

შეგახსენებთ, საქსონია-ანჰალტის მხარის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც გასულ თვეში ჩატარდა, ულტრამემარჯვენე პარტიამ – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) – გაიმარჯვა. პარტიამ არჩევნებზე ხმების 43.8% მიიღო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay