7
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, შეერთებული შტატები ხელს უშლის ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმაში.
“ძალიან გვსურს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმის განხორციელება. ამჟამად შეერთებული შტატები ამას არ ამტკიცებს, რადგან არსებობს შეშფოთება, რომ ირანი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმას განახორციელებს, რაც ნავთობის გლობალურ კრიზისს გამოიწვევს, ჩვენი აზრით, მზად ვართ ირანი 40 წლით უკან დავხიოთ” – აღნიშნა ისრაელ კაცმა