სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
Home პოლიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება

by admin

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

“ჩვენი განრიგი შეხვედრებს მოიცავს პრეზიდენტ ტრამპთან, მის გუნდთან და ყველასთან, ვისაც ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა შეუძლია. ნომერ პირველი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვა და აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობაა”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ვაშინგტონში სენატორი ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა თეთრ სახლში, თბილისის დროით 17:30 საათზეა დაგეგმილი. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay