ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Home საზოგადოება საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

by admin

საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ საქართველოს რამდენიმე ქალაქს, მათ შორის დედაქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ დენი გაითიშა რეგიონებშიც.

“ინტერპრესნიუსი” სახელმწიფო ელექტროსისტემას დაუკავშირდა და ინფორმაციას მიღებისთანავე, შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, 24 ივლისსაც, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის გათიშვის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay