18
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უშუალოდ არის ჩართული ომის დასრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
“მე არ მქონია მასთან შეხვედრის პატივი. მისი მდგომარეობა არც ისე კარგია. თუ ისტორიებს დაუჯერებთ, მას სხეულის ბევრი სხვადასხვა ნაწილი აკლია. ამბობენ, რომ ის თანხმობას იძლევა, რადგან ასე იყო დიდი ხნის განმავლობაში. მამამისი და შემდეგ ის, ვფიქრობ, ეს მემკვიდრეობაა. მსურს, მას შევხვდე. საერთოდ, სიამოვნებით შევხვდებოდი ყველას. მსურს, მას შევხვდე და, ალბათ, რაღაც ეტაპზე ეს შეხვედრაც გაიმართება იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები,” – განაცხადა ტრამპმა