შაბათი, ივნისი 6, 2026
Home მსოფლიო მასუდ ფეზეშქიანმა მოჯთაბა ხამენეის გადადგომის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა

მასუდ ფეზეშქიანმა მოჯთაბა ხამენეის გადადგომის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა

by admin

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის ოფისს გადადგომის შესახებ წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ Iran International-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, გაგზავნილ წერილში ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი და მთავრობა ფაქტობრივად ჩამოშორებულნი არიან ქვეყანაში მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

წერილში ხაზგასმულია, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, ფაქტობრივად, ქვეყნის მართვის დიდი ნაწილი საკუთარ ხელში აიღო.

“ფეზეშქიანმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში ვერ ახერხებს მართვას და კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, რის გამოც დაუყოვნებლივი გადადგომა მოითხოვა”, – წერს გამოცემა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay