ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, თბილისში რამდენიმე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები იფიცებიან. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება.
სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლის მასწავლებლების და კურსდამთავრებულების ნაწილმა, მთავრობის მიერ საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ევროინტეგრაციის შეფერხება დაგმო და მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელსაც, ამ დროისთვის, ხელს 600-მდე პირი აწერს.
“კომაროვის სკოლის მასწავლებელთა ნაწილი ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობას ჩვენს ამჟამინდელ თუ უკვე კურსდამთავრებულ მოსწავლეთა და სამშობლოს წინაშე, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად კატეგორიულად ვგმობთ მთავრობის მიერ საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ევროინტეგრაციის ნებისმიერი ფორმით შეფერხებას და საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობას!”,- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა პროევროპული პროტესტის მხარდასაჭერად სკოლასთან გზა გადაკეტა
