79
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცოტა ხნის წინ გადაინაცვლეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება საპოლიციო ძალებსა და მომიტინგეებს შორის. მათ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ერთერთი ირინა სარიშვილის ვაჟი ლუკა სარიშვილია