ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
Home პოლიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ვლადიმერ პუტინს ბელარუსისა და რუსეთის გარდა ნებისმიერ ადგილას შეხვდეს

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ვლადიმერ პუტინს ბელარუსისა და რუსეთის გარდა ნებისმიერ ადგილას შეხვდეს

by admin

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ვლადიმერ პუტინს ბელარუსისა და რუსეთის გარდა ნებისმიერ ადგილას შეხვდეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

ანდრეი სიბიგას ცნობით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის მასპინძლობის თხოვნით კიევმა თურქეთს მიმართა.

„ამის შესახებ თურქებს ვთხოვეთ, თუმცა სხვა დედაქალაქებსაც ვთხოვეთ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე, სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინა თანახმაა შეხვედრის ორგანიზება ბელარუსისა და რუსეთის გარდა ნებისმიერ ადგილას მოხდეს.

„თუ სხვა ქვეყნის დედაქალაქი, რუსეთისა და ბელარუსის გარდა, მსგავსი შეხვედრის ორგანიზებას დაგეგმავს, ჩვენ იქ ჩავალთ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა სიბიგამ.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay