შაბათი, აპრილი 18, 2026
Home საზოგადოება სომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, არის მსხვერპლი

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, არის მსხვერპლი

by admin

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, არის მსხვერპლი, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სომხური მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის კუთვნილი Honda-ს მარკის ავტობუსი ქუჩაკ-აპარანის გზატკეცილზე Nissan-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ავტობუსი წინასაარჩევნო კამპანიისას საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების ავტობუსებთან ერთად ლორეს პროვინციაში მიემგზავრებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay