ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
Home პოლიტიკა ისრაელმა სამხედრო პილოტის გადარჩენაში აშშ-ს დახმარება გაუწია – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელმა სამხედრო პილოტის გადარჩენაში აშშ-ს დახმარება გაუწია – ბენიამინ ნეთანიაჰუ

by admin

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დონალდ ტრამპს ესაუბრა და თამამი გადაწყვეტილება და იდეალურად შესრულებული მისია მიულოცა, რომელიც ირანის ტერიტორიაზე ამერიკელი პილოტის გადარჩენით დასრულდა.

ნეთანიაჰუს მტკიცებით, ისრაელმა აშშ-ს პილოტის გადარჩენაში დახმარება გაუწია.

“პრეზიდენტმა ისრაელის მხრიდან დახმარების გამო მადლიერება გამოხატა. ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ბრძოლის ველზე და მის გარეთ უპრეცედენტოა და რომ ისრაელმა შეძლო წვლილი შეეტანა მამაცი ამერიკელი მეომრის გადარჩენაში”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ამერიკული F-15E ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ირანში 3 აპრილს ჩამოაგდეს. ამერიკელმა სამხედროებმა თვითმფრინავის ეკიპაჟის ორივე წევრი გადაარჩინეს, მათგან ერთი – ორდღიანი ძებნის შემდეგ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay