ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
Home პოლიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

by admin

ვოლოდიმირ ზელენსკი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედრო ექსპერტებს, რომლებიც ადგილზე მუშაობენ.

“ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების მდგომარეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანის სარაკეტო დარტყმები და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, რაც გლობალურ ნავთობის ბაზარზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ყველა ნორმალური სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობის უზრუნველყოფა და ადამიანების სიცოცხლის დაცვა. ამ სფეროში უკრაინას გამოცდილება აქვს. შევთანხმდით, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ვითანამშრომლებთ. დეტალებს ჩვენი გუნდები შეაჯერებენ. ჩვენი საერთო მიზანი პარტნიორებთან ერთად მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მკაფიო გაგება არსებობს იმისა, თუ როგორ შეიძლება უკრაინის გამოცდილების გამოყენებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო სივრცისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა”, – წერს ზელენსკი X-ზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay