შაბათი, აპრილი 18, 2026
Home მსოფლიო ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

by admin

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის.

ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ცნობით, ირანის ლიდერთა დროებითმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები აღარ განხორციელდეს.

„მსურს, რომ ბოდიში მოვუხადო მეზობელ ქვეყნებს, რომლებსაც ირანი თავს დაესხა. ამიერიდან მათზე თავდასხმა არ განხორციელდება, თუ ეს ქვეყნები ჩვენ არ დაგვესხმებიან თავს. ეს საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.

ასევე, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდება „უპირობო დანებების“ შესახებ, „ოცნებას წარმოადგენს“.

„ეს ოცნებაა, რომელიც საფლავში უნდა წაიღონ, თუ ფიქრობენ, რომ ჩვენ უპირობოდ დავნებდებით“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay