ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
Home პოლიტიკა უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ დღეში გაჩნდა მოწოდება, “მეორე ფრონტის“ გახსნაზე – ამ კამპანიას მხოლოდ მეხუთე კოლონის რამდენიმე ლიდერი არ ხელმძღვანელობდა, სოცმედია ინახავს იმ 7000 ქართველის სახელებს, ვინც ამ მოთხოვნას შეუერთდა – შალვა პაპუაშვილი

უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ დღეში გაჩნდა მოწოდება, “მეორე ფრონტის“ გახსნაზე – ამ კამპანიას მხოლოდ მეხუთე კოლონის რამდენიმე ლიდერი არ ხელმძღვანელობდა, სოცმედია ინახავს იმ 7000 ქართველის სახელებს, ვინც ამ მოთხოვნას შეუერთდა – შალვა პაპუაშვილი

by admin

უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო – სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7000 ქართველის სახელებსა და გვარებს, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აქცია , -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო. კიევიდან გაჟღერდა ცინიკური და პროვოკაციული მოწოდებები – „ქართველებო, მშვენიერი ამინდია, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში… გაიყოლეთ ტანკები… რუსეთს ხელები მოკლე აქვს… მიდი, საქართველო, დროა.“

ამის შემდეგ იყო რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების და მოხალისეების მობილიზებაზე უარის თქმის გამო „განცდილი სირცხვილი“ და „ბომბების ცეცხლის“ ნატვრა და მოწოდება, გვესარგებლა იმ „შესაძლებლობის ფანჯრით”, რაც ომში მარცხის პირას მყოფი რუსეთის გამო იყო შექმნილი.

ამ კამპანიას მხოლოდ მეხუთე კოლონის რამდენიმე ლიდერი არ ხელმძღვანელობდა, სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7000 ქართველის სახელებსა და გვარებს, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აქცია.

საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასულ ამ შვიდიათასიან მხედრობაში ნახავთ პოლიტიკოსსაც და ენჯეოშნიკსაც, ჟურნალისტსაც და კულინარსაც, სტუდენტსაც და მეცნიერსაც.

ამ დღის მერე, სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად”, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay