ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home სპორტი რამაზ სვანაძე 2028 წლამდე

რამაზ სვანაძე 2028 წლამდე

by admin

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძეს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, 43 წლის სპეციალისტი 21-წლამდელთა დამრიგებლად 2028 წლის ბოლომდე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2023 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უძლიერესი ჯგუფიდან გააღწია და მეოთხედფინალში 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay