სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა დღეს აბუ-დაბიში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მიიღეს არაბთა გაერთიანებული საამიროების დამაარსებლის, ზაიიდ ბინ სულთან ალ ნაჰაიანის სახელობის ჯილდო (Zayed Award).
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ზაიიდის სახელობის ადამიანური ძმობის ჯილდო“ მიიღეს ორ ქვეყანას შორის დაანონსებული სამშვიდობო შეთანხმებისათვის.
“მდგრადი დიალოგის, ნდობის აღდგენის ღონისძიებებისა და ჰუმანიტარული ინიციატივების მეშვეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მაგალითი მისცეს სხვებს და აჩვენეს, რომ სტაბილურობა და თანამშრომლობა მიღწევადი მიზნებია”, – წერია Zayed Award-ის ვებსაიტზე.
ორგანიზატორთა თანახმად, Zayed Award-ის მფლობელები ერთი მილიონი აშშ დოლარით ჯილდოვდებიან