ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
Home საზოგადოება ირაკლი კობახიძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

by admin

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს ჯასემ მოჰამედ ალბუდაივის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ჯასემ მოჰამედ ალბუდაივის გენერალურ მდივნის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შორის არსებულ ურთიერთობებს და აღინიშნა, რომ ამ კავშირების შემდგომ გაღრმავებას ხელს შეუწყობს საბჭოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.

გამოითქვა იმედი, რომ შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია.

შეხვედრას, რომელიც დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay