ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
Home მსოფლიო დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან „ძალიან პროდუქტიული” შეხვედრის საფუძველზე შექმნეს გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო და ტარიფებს აღარ დააწესებს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან „ძალიან პროდუქტიული” შეხვედრის საფუძველზე შექმნეს გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო და ტარიფებს აღარ დააწესებს

by admin

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო ჩამოაყალიბეს და დაგეგმილი ტარიფები ძალაში არ შევა.

კერძოდ, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან „ძალიან პროდუქტიული შეხვედრის“ საფუძველზე, მათ „შექმნეს გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო“.”

“ძალიან პროდუქტიული შეხვედრის საფუძველზე, რომელიც ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ რუტესთან მქონდა, ჩამოვაყალიბეთ გრენლანდიასთან და, რეალურად, მთლიან არქტიკულ რეგიონთან მიმართებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო. ეს შეთანხმება, თუ ბოლომდე იქნება მიყვანილი, დიადი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ყველა ქვეყნისთვის. ამ შეთანხმებაზე დაყრდნობით, არ დავაწესებ ტარიფებს, რომლებიც 1-ელ თებერვალს უნდა შესულიყო ძალაში. დამატებითი საუბრები იმართება “ოქროს გუმბათთან” დაკავშირებით, ვინაიდან ის გრენლანდიას ეხება. საუბრების პროგრესთან ერთად მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრავალი სხვა, თუ საჭირო იქნება, პასუხისმგებლები იქნებიან მოლაპარაკებებზე – პირდაპირ მე ჩამაბარებენ ანგარიშებს,” – წერს ტრამპი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay