სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home პოლიტიკა ირაკლი კობახიძის განცხადების გამო მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დროებითი რწუნებული დაიბარეს

ირაკლი კობახიძის განცხადების გამო მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დროებითი რწუნებული დაიბარეს

by admin

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწუნებული დაიბარეს. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“მოლდოვაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მოლდოვაზე გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებების სერიის გამო. მას ინფორმაცია მიეწოდა მოლდოვის მხარის სიღრმისეული უკმაყოფილების შესახებ, იმ გამრუდებული და არათანმიმდევრული მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის საჯარო გამოსვლებში განიხილავს მოლდოვის რესპუბლიკის ევროინტეგრაციას და ჩვენი ქვეყნის საარჩევნო პროცესს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს თანამშრომლობითი ურთიერთობა და ტრადიციული მეგობრობა, ასევე მიზნები, რომლებსაც ჩვენი თითოეული ქვეყანა მისდევს ევროინტეგრაციის პროცესში, უნდა იყოს უპირატესი”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay