ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
Home საზოგადოება ვოლოდიმირ ზელენსკის ერთადერთი კოზირი დონალდ ტრამპია – აშშ-ის პრეზიდენტი

ვოლოდიმირ ზელენსკის ერთადერთი კოზირი დონალდ ტრამპია – აშშ-ის პრეზიდენტი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის ერთადერთი კოზირია და რომ მის გარეშე „სრული კატასტროფა“ დატრიალდებოდა.

ამის შესახებ ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მას კარტები არ აქვს. მას კარტები [რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის] პირველივე დღიდან არ ჰქონია.“

მან დასძინა, რომ ზელენსკის „მხოლოდ ერთი რამ აქვს“ და ეს თავად არის – დონალდ ტრამპი.

“დონალდ ტრამპის გარეშე ეს სრული კატასტროფა იქნებოდა და ეს მანაც იცის, ევროპელმა ლიდერებმაც იციან და ყველამ იცის”, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay