შაბათი, ივნისი 6, 2026
Home კულტურა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი – აშშ მსოფლიო წესრიგს ანგრევს

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი – აშშ მსოფლიო წესრიგს ანგრევს

by admin

აშშ მსოფლიო წესრიგს ანგრევს, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.

გერმანიის პრეზიდენტმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის შემდეგ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა.

“ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, აშშ ღირებულებებს ანგრევს, რომლებმაც მსოფლიო წესრიგის შექმნას ხელი შეუწყო, გლობალური დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის, როგორც გარედან, ისე შიგნიდან. მსოფლიო ყაჩაღების თავშესაფარი არ უნდა გახდეს, სადაც ყველაზე უპრინციპოები იმას იღებენ, რაც სურთ და რეგიონებსა და ქვეყნებს დიდი ძალები თავიანთ საკუთრებად მიიჩნევენ”, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay