34
ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორის განცხადებით, სასტუმროზე დრონებით თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
“შავი ზღვის სანაპიროზე, კაფესა და სასტუმროზე თავდასხმა სამი დრონით განხორციელდა. 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 24 კი დაიღუპა. მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა დილით მოახერხეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმა კიევის რეჟიმის ტერორისტულ ბუნებას ავლენს”, – – დაწერა ე.წ. გუბერნატორმა, ვლადიმერ სალდომ ტელეგრამის არხზე.