შაბათი, აპრილი 18, 2026
Home მსოფლიო აშშ-ისა და უკრანის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-ისა და უკრანის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

by admin

ფლორიდაში აშშ-ისა და უკრანის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრას ორივე ქვეყნის გუნდები ესწრებიან. შეხვედრის დაწყებამდე ზელენსკიმ უთხრა ტრამპს, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია მარ-ა-ლაგოში, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ოთახი, რომელშიც ისინი იმყოფებიან, „ძალიან ხელსაყრელია შეთანხმებებისთვის”.

შეხვედრაზე იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი და სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, გენერალი დენ კეინი, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე და აშშ-ის უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი.

რეპორტიორებს შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე უთხრეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay