შაბათი, აპრილი 18, 2026
Home მსოფლიო ჭკვიანური იქნება თუ მადურო გადადგება – დონალდ ტრამპი

ჭკვიანური იქნება თუ მადურო გადადგება – დონალდ ტრამპი

by admin

ჭკვიანური იქნება თუ მადურო გადადგება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

“მისი გადასაწყვეტია ის, თუ რისი გაკეთება სურს. ვფიქრობ, მის მიერ ამის გაკეთება ჭკვიანური იქნება. თუ კატეგორიულ პოზიციას დაიკავებს, ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნება, როდესაც ამას გააკეთებს”, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის ცნობით, აშშ-ის სანაპირო დაცვა უკვე მეორე დღეა კიდევ ერთი ნავთობტანკერის დაკავებას ცდილობს.

“ტანკერი ვენესუელიდან გამოვიდა და იგი სანქცირებულია. მის დევნას ვაწარმოებთ. ამ ტანკერს დავაკავებთ”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ტანკერი “ბელა 1” ვენესუელის “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილია და მის დასაკავებლად ორდერი უკვე გაცემულია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay