კვირა, აპრილი 19, 2026
Home საზოგადოება მოსკოვში ბომბის აფეთქების შედეგად გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი დაიღუპა

მოსკოვში ბომბის აფეთქების შედეგად გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი დაიღუპა

by admin

მოსკოვში ბომბის აფეთქების შედეგად გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი დაიღუპა, – ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერზე, სვეტლანა პეტრენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

“რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“, – განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერმა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გამომძიებლების ცნობით, სამხედრო მოსამსახურე ავტომობილის ქვეშ ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დანაშაულში უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay