პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home საზოგადოება რუსებმა ოდესის ოლქის პორტის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს – დაიღუპა 7 და დაშავდა 15 ადამიანი

რუსებმა ოდესის ოლქის პორტის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს – დაიღუპა 7 და დაშავდა 15 ადამიანი

by admin

ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა განაცხადა, რომ რუსეთმა პარასკევს საღამოს ოდესის ოლქის პორტის ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ, ქალაქ ოდესასა და მიმდებარე ტერიტორიებზე, იერიში მიიტანა.

კიპერის თქმით, ბალისტიკური რაკეტები პორტის ინფრასტრუქტურულ ობიექტს უტევდნენ. ცეცხლი გაუჩნდათ ავტოსადგომზე სატვირთო მანქანებს  .

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია შვიდი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 15.

რუსულ მხარეს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay