ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home პოლიტიკა უშაკოვი – დონბასი, ადრე თუ გვიან, რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ მოექცევა – სრულიად შესაძლებელია, რომ იქ არავის ჯარი აღარ იყოს, არც რუსული და არც უკრაინული, მაგრამ იქ იქნება ეროვნული გვარდია, ჩვენი პოლიცია

უშაკოვი – დონბასი, ადრე თუ გვიან, რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ მოექცევა – სრულიად შესაძლებელია, რომ იქ არავის ჯარი აღარ იყოს, არც რუსული და არც უკრაინული, მაგრამ იქ იქნება ეროვნული გვარდია, ჩვენი პოლიცია

by admin

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, დონბასი ადრე თუ გვიან რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ მოექცევა.

“ადრე თუ გვიან, თუ არა მოლაპარაკებების გზით, მაშინ სამხედრო გზით, ეს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის სრული კონტროლის ქვეშ მოექცევა. ყველაფერი დანარჩენი ამაზე იქნება დამოკიდებული. ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ უკრაინული ჯარების გასვლის შემდეგ შეიძლება. ხოლო რა მოხდება იქ შემდეგ – ჩემი აზრით, ეს არის ის, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. რადგან სრულიად შესაძლებელია, რომ იქ არავის ჯარი აღარ იყოს, არც რუსული და არც უკრაინული. დიახ, მაგრამ იქ იქნება ეროვნული გვარდია, ჩვენი პოლიცია, ყველაფერი, რაც წესრიგის შესანარჩუნებლად და ცხოვრების ორგანიზებისთვის არის საჭირო”, – აღნიშნა უშაკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ამერიკული მხარე კიევს დონბასის ნაწილში ე.წ. „თავისუფალი ეკონომიკური“ ზონის, ანუ, როგორც რუსები უწოდებენ, „დემილიტარიზებული“ ზონის შექმნას სთავაზობს. ამ გეგმის თანახმად, უკრაინული ჯარები ტერიტორიის ნაწილიდან უნდა გავიდნენ, ხოლო რუსული ჯარები იქ არ უნდა შევიდნენ. მისი თქმით, შეთავაზებული მოდელი უკრაინის ინტერესებში არ შედის, რადგან სამართლიანია შეხების ხაზზე დარჩენა, თუმცა დიალოგი გრძელდება და კიევი პარიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიებზე დაფუძნებულ სამართლიან გადაწყვეტილებებს ეძებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay