ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
Home მსოფლიო ევროპელი ლიდერები სუსტები არიან, თუ პარიზს შეხედავთ, დაინახავთ, რომ ეს სრულიად სხვა ადგილია, თუ ლონდონს შეხედავთ, მათ საშინელი მერი ჰყავთ – ტრამპი

ევროპელი ლიდერები სუსტები არიან, თუ პარიზს შეხედავთ, დაინახავთ, რომ ეს სრულიად სხვა ადგილია, თუ ლონდონს შეხედავთ, მათ საშინელი მერი ჰყავთ – ტრამპი

by admin

ევროპელი ლიდერები სუსტები არიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ძლიერი ევროპის ხილვა სურს.

“ვფიქრობ, ისინი სუსტები არიან, მაგრამ ასევე, ვფიქრობ, მათ სურთ, რომ პოლიტიკურად კორექტულები იყვნენ. არ იციან რა გააკეთონ. ევროპამ არ იცის რა გააკეთოს. არ იციან ვაჭრობის შესახებ რა გააკეთონ. ევროპას სურს, რომ პოლიტიკურად კორექტული იყოს და ეს მათ სუსტს ხდის.

ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკა კატასტროფაა, თუ ასე გაგრძელდება, მაშინ ბევრი ევროპული ქვეყანა სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო აღარ იქნება. რასაც ისინი იმიგრაციასთან დაკავშირებით აკეთებენ კატასტროფაა. თუ პარიზს შეხედავთ, დაინახავთ, რომ ეს სრულიად სხვა ადგილია. მე პარიზი მიყვარდა. თუ ლონდონს შეხედავთ, მათ მერი ჰყავთ, სახელად ხანი. საშინელი მერია. ლონდონი სხვა ადგილია. მე მიყვარს ლონდონი. როგორც იცით, ჩემი ფესვები ევროპაშია”. – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay