შაბათი, აგვისტო 29, 2026
Home პოლიტიკა ანდრეი ერმაკმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

ანდრეი ერმაკმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

by admin

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“მინდა, რომ არავის არავითარი კითხვები არ ჰქონდეს უკრაინასთან. ამიტომ დღეს შიდა გადაწყვეტილებებია. პირველი – მოხდება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის გადატვირთვა. ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა პარასკევს დილით ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ერმაკის თქმით, ის სრულად თანამშრომლობს გამომძიებლებთან

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay