ორშაბათი, აგვისტო 24, 2026
Home პოლიტიკა გრძელდება მუშაობა განახლებული სამშვიდობო გეგმის დასახვეწად, ევროპასთან და ნატო-სთან დაკავშირებული ელემენტები წევრების თანხმობას მოითხოვს – კირ სტარმერი

გრძელდება მუშაობა განახლებული სამშვიდობო გეგმის დასახვეწად, ევროპასთან და ნატო-სთან დაკავშირებული ელემენტები წევრების თანხმობას მოითხოვს – კირ სტარმერი

by admin

გრძელდება მუშაობა განახლებული სამშვიდობო გეგმის დასახვეწად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში განაცხადა.

სტარმერის თქმით, აშშ-ის თავდაპირველი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოიცავდა პუნქტებს, რომლებიც “მიუღებელი იყო”, მაგრამ ასევე რამდენიმე მნიშვნელოვან ელემენტს მოიცავდა, რომლებიც “არსებითი მნიშვნელობის იქნება სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის”.

მისი თქმით, სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად საჭიროა რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება, კერძოდ: “უკრაინის სუვერენიტეტი უნდა შენარჩუნდეს”, “უკრაინას უნდა შეეძლოს მომავალში საკუთარი თავის დაცვა”, “უკრაინისა და მისი მომავლის შესახებ უკრაინის მიერ უნდა განისაზღვროს” და “ევროპასთან და ნატოსთან დაკავშირებული ელემენტები ევროპისა და ნატოს წევრების თანხმობას მოითხოვს”.

რუსეთზე საუბრისას სტარმერმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი ერია, რომელსაც ეს ომი სურს, მხოლოდ ერთი ერია, რომელმაც ეს უკანონო შეჭრა დაიწყო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay