შაბათი, აგვისტო 22, 2026
Home პოლიტიკა მოსაგვარებელია რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რაც უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს

მოსაგვარებელია რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რაც უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს

by admin

არის რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც მოსაგვარებელია და შემდგომ საუბრებს მოითხოვს უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის. ამის შესახებ აშშ-ის პრესსპიკერი, კაროლინ ლევიტი სოციალურ ქსელში წერს.

ლევიტის თქმით, აშშ-მა სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზაზე უზარმაზარ პროგრესს მიაღწია.

“ბოლო კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზაზე უზარმაზარ პროგრესს მიაღწია უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომით. არის რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც მოსაგვარებელია და შემდგომ საუბრებს მოითხოვს უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის”, – წერს ლევიტი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay